ბრიტანული გრანდები პულიშიჩისთვის იბრძვიან

9-05-2018, 22:27

ინგლისური გრანდები, "ლივერპული" და მანჩესტერ "იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, კრისტიან პულიშიჩის შესაძენად იბრძვიან.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ამერიკელი ფეხბურთელის თაობაზე.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" გერმანულ გუნდს კრისტიანის სანაცვლოდ ენტონი მარსიალსაც კი სთავაზობს. გარდა ამისა, "წითლები" მზად არიან, რომ ფრანგი ფეხბურთელის გარდა ასევე თანხაც კი დაამატონ საჭიროების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩი "დორტმუნდის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება და მისი შეძენა ინგლისური გუნდების გარდა ასევე მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონასაც" სურთ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით