სიმეონე "შავი დღისთვის" გადანახულ თანხას ფლორენციში იხდის

10-05-2018, 10:20

გავლენიანი იტალიური გამოცემა "TuttoSport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის "ატლეტიკო" "რომას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელით, ალესანდრო ფლორენცით არის დაინტერესებული.

წყაროს მტკიცებით, მადრიდელთა ექსტრაორდინალური თავკაცი მზადაა "შავი დღისთვის" შემონახული თანხებიც კი გამოიყენოს, ოღონდაც 27 წლის იტალიელი თავის გუნდში "ატლეტიკოს" ფორმით იხილოს.

ცნობისთვის, ფლორენცი  "მგლების" რიგებს 2011 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში მან კლუბის მაისურის მორგება უკვე 178-ჯერ მოახერხა.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არცერთი მხარის წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ.


  • messi10
  • 10 მაისი 2018 14:33
iocnebe iocnebe

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით