გატუზომ დონარუმას მომავალს ნათელი მოჰფინა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გატუზომ დონარუმას მომავალს ნათელი მოჰფინა

10-05-2018, 14:24

9 მაისს, იტალიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა ტურინელთა გამარჯებით 4:0 დასრულდა.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე "სან სიროს" ბინადართა ექსტრაორდინალურმა თავკაცმა, ჯენარო გატუზომ პრესასთან ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა და მის მომავალს ნათელი მოჰფინა.

"დღესდღეობით ჯანლუიჯი "როსონერის" მეკარეა და ჩვენ მის გაყიდვას ნამდვილად არ ვაპირებთ. ის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მეკარეა მსოფლიოში".

"მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ და ფეხბურთელების გაწვრთნა მევალება. ახალგაზრდა კიპერის ტრანსფერის საკითხი კლუბის მესვეურების საქმეა", - განაცხადა გატუზომ პრესკომფერენციაზე.

ცნობისთვის, დონარუმათი ლიგა 1-ის დომინანტი კლუბი "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული და მზადაა მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის კიპერი იტალიური გრანდის ფორმით 2015 წლიდან გამოდის. მან მთელი ამ დროის განმავლობაში 51 მატჩში მხოლოდ 53 გოლი გაუშვა.



  • messi10
  • 10 მაისი 2018 14:25
მალე იყიდის ვინმე დონარუმას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით