ფერგიუსონი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ფერგიუსონი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

10-05-2018, 18:43

როგორც ყველასთვის ცნობილია "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში იმყოფება. მისი ლაზარეთში ყოფნის მიზეზი კი თავის ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევებია.

სულ ცოტა ხნის წინ, "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ფეხბურთის მოყვარულებს საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო.

როგორც ცნობილი გახდა, 76 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. პალატაში სერ ალექსს თავისი ექიმთა ჯგუფი ეყოლება, რომელიც მის გამოჯანმრთელებასა და მომჯობინებაზე იზრუნებს.

ასე და ამგვარად საფეხბურთო სამყარო დიდ ტრაგედიას გადაურჩა და ფერგიმ კი კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს თავისი შესაძლებლობები.



  • messi10
  • 10 მაისი 2018 17:04
maladec fergi gilocav gamojanmrtelebas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით