რუნის მომავალი ცნობილია

10-05-2018, 21:37

ლივერპულის "ევერტონის" თავდამსხმელი, უეინ რუნი კარიერას ამერიკაში განაგრძობს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC იტყობინება.

წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა ვაშინგტონის "დი-სი იუნაიტედს" და ის ამერიკის დედაქალაქს მომავალ ზაფხულს მიაშურებს.

როგორც ცნობილია, ლივერპულელები ხსენებული ტრანსფერის სანაცვლოდ 17.5 მილიონ ევროს მიიღებენ. თავად მოთამაშე კი ხელფასის სახით 8 მილიონს მიიღებს და კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ რუნი "ევერტონში" გასულ წელს დაბრუნდა და მან 31 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით