სასწაული შედეგი, ქართველები ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ

10-05-2018, 22:03

ევროპულ საკლუბო ფეხბურთში 2017/18 წლების სეზონი უკვე ფაქტობრივად მიილია და ვიცით იმ გუნდების უმრავლესობაც, რომლებიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ. ალბათ საინტერესოა, რამდენი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს საუკეთესო ევროპულ საკლუბო ტურნირზე.

პირველი ეს გახლავთ სოლომონ კვირკველია, რომლის "ლოკომოტივმაც" რუსეთის ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და შესაბამისად, მომავალ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.

24 წლის მცველის გარდა ლიგაზე ასევე ითამაშებენ დავით ხოჭოლავა და გიორგი არაბიძე, რომლებიც დონეცკის "შახტარის" ღირსებას იცავენ.

და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ბრწყინვალე შანსი აქვს ჯანო ანანიძესაც. ქართველი ნახევარმცველის "სპარტაკი" უკანასკნელ ტურში მოსკოვის "დინამოს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ოფიციალურად ინაღდებს ტურნირის საგზურს.


  • tsandro
  • 10 მაისი 2018 23:16
სამტრედია გავა და კიდე 25 კაცი დაემატება :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით