• 11-08-2023
    მაგარი ამბავი! - “შახტარში” ლუკა ლაცაბიძე ითამაშებს
    მაგარი ამბავი! - “შახტარში” ლუკა ლაცაბიძე ითამაშებს

    ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. ინფორმაციას Crystalsport ავრცელებს.

    ფეხბურთელი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში სინჯებზე იმყოფებოდა, სადაც “შახტარის” მესვეურებს მისი თამაში მოეწონათ და ფეხბურთელი გადაიბირეს კიდეც.

    ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ და გასულ სეზონში დედაქალაქური გუნდის “დუბლებში” ასპარეზობდა.

    ცნობისთვის, ლუკა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

    Facebook კომენტარები