რა თქვა ფერგიუსონმა კომიდან გამოსვლის შემდგომ?!

10-05-2018, 22:33

მოგეხსენებათ, მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი ბოლო დღეების განმავლობაში ოპერაციის გაკეთების შემდგომ კომაში იყო, თუმცა, საბედნიეროდ გუშინ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

როგორც ბრიტანული გამოცემა SUN იტყობინება, შოტლანდიელმა სპეციალისტმა კომიდან გამოსვლის შემდგომ პირველ რიგში საკმაოდ უცნაური შეკითხვა დასვა.

"რა ანგარიშით მორჩა "დონკასტერის" შეხვედრა?" - სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა გამოჯანმრთელების შემდგომ სერ ალექსმა.

"დონკასტერი" ალექს ფერგიუსონის შვილის, დარენის გაწვრთნილი გუნდია და სწორედ ამიტომ დაინტერესდა ფერგი ამ გუნდის შედეგით. სამწუხაროდ, მისი შვილის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშით 0:1 წააგო "უიგანთან".


  • tsandro
  • 10 მაისი 2018 23:16
საოცარი კაცია ფერგი :დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით