იაია ტურე:"ბარსაში" სიამოვნებით დავბრუნდებოდი"

11-05-2018, 09:11

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე "მანჩსტერ სიტის" მოქმედმა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ პრესასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და შუფარავად განაცხადა, რომ ესპანეთში დაბრუნების სურვილი აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონას" ნებისმიერ შეთავაზებას მაინც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი".

"ესპანეთის ამ ქალაქში მივიღე უდიდესი გამოცდილება და სწორედ იქ შევდგი ფეხი "დიდ ფეხბურთში". თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია", - განაცხადა ტურემ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კოტდიუვარელი კატალონიურ გრანდში 2007-10 წლებში თამაშობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით