ტოტის რომში ძეგლს დაუდგამენ

11-05-2018, 11:21

იტალიური მედიის ინფორმაციით, "რომას" ლეგენდას, ფრანჩესკო ტოტის, ძეგლს გაუხსნიან. წყაროს ცნობით, წყაროს ცნობით, 41 წლის ფეხბურთელის ქანდაკება 10-12 მაისს, გალარეა Plus Arte Plus-ში გამოიფინება.

როგორც ირკვევა, სკულპტურის ავტორმა ქანდაკებას "მარადისობა" უწოდა. აღსანიშნავია, რომ სახელში გათვალისწინებულია რომის მეტსახელი (მარადიული ქალაქი) და ტოტისა და კლუბის სამუდამო კავშირი. 

შეგახსენებთ, „გლადიატორთა“ ათიანი გუნდში 1992 წელს მივიდა და 786 შეხვედრის ჩატარება შეძლო. თავდამსხმელმა, კარიერის განმავლობაში, 307 გოლი გაიტანა და 197 საგოლე გადაცემა გააკეთა.


  • goga1996
  • 11 მაისი 2018 18:21
ხვდება ამ კაცს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით