სიომინი: "საბამ ბეილსაც კი გაასწრო"

10-05-2018, 23:39

მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა გუნდის ქართველ ლიდერზე, სოლომონ კვირკველიაზე ისაუბრა.

"როდესაც საბას გადმოყვანაზე მიდიოდა საუბარი, პრობლემები წარმოიშვა. ყველა მეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა სისწრაფე."

"მე კი ვუპასუხე: უყურეთ მის თამაშს უელსთან? მან გარეთ ბეილსაც კი გაასწრო."

"დღეს-დღეისობით ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრი კვირკველიას გარეშე წარმოუდგენელია. უბრალოდ მიკვირს, ასეთი ფეხბურთელი "რუბინის" სათადარიგოთა სკამზე რატო დასვეს." - აცხადებს მოსკოველთა დამრიგებელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით