• 11-08-2023
    მოლაპარაკებები დაიწყო -  მადრიდის "რეალმა" კურტუას შემცვლელზე გადაწყვეტილება მიიღო
    მოლაპარაკებები დაიწყო - მადრიდის "რეალმა" კურტუას შემცვლელზე გადაწყვეტილება მიიღო

    როგორც მოგეხსენებათ, ტიბო კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიელ მეკარეს დიდი დრო გაუცდება.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხულია, რომ ტიბომ ამ სეზონში თამაში შეძლოს.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ მადრიდის "რეალი" მეკარეს აუცილებლად დაიმატებს.

    დაიწერა არაერთ ვარიანტზე. მათ შორის გიორგი მამარდაშვილზე, დავიდ დეხეაზე, ბონოზე, თუმცა ბოლო ცნობების თანახმად, რომელსაც Radio Marca ავრცელებს, მადრიდელთათვის პრიორიტეტული სამიზნე დე ხეაა.

    როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

    Facebook კომენტარები