"ეშმაკები" ფინალს დანაკლისით ხვდებიან

11-05-2018, 18:29

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალს დანაკლისით შეხვდება. როგორც ირკვევა, კლუბის, ბელგიელმა შემტევმა, რომელუ ლუკაკუმ ტრავმა მიიღო.

მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფერადკანინი ფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მე-9 ნომერი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ გამოადგება. 

შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრა 19 მაისაა დაგეგმილი. ჟოზეს ბიჭები "ჩელსის" დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 50 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.



  • goga1996
  • 11 მაისი 2018 18:29
texavs cudia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით