სიმეონე თანახმაა, გრიზმანი მიდის

12-05-2018, 13:34

ესპანური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა ზამთარში კლუბის მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, აცნობა, რომ "ბარსელონაში" თამაში სურს. 

როგორც ირკვევა, არგენტინელმა სპეციალისტმა ანტუანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა უთხრა გულახდილობისთვის. სიმეონემ შემტევს თანადგომა გამოუცხადა მანამ სანამ მადრიდელთა ღირსებას დაიცვას. 

აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკოს" ბოსს ფრანგის გაშვება არ სურს, თუმცა ფაქტს ვერ გაექცევა და შემცვლელის ძებნა დაიწყო. მედიაში აქტიურად იწერება, რომ ზაფხულში სერხიო აგუერო დაბრუნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით