ნეიმარს მოდრიჩი ეწირება

12-05-2018, 14:38

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნეიმარი, ზაფხულში, "რეალში" გადავა. წყაროს ცნობით, აღნისნული ტრანსფერის გაჩარხვით პირადად პერესია დაინტერესებული. 

როგორც ირკვევა, სამხრეთ ამერიკელის მოსვლის შემდეგ, კლუბს, ხორვატი, ლუკა მოდრიჩი დატოვებს და დიდი ალბათობით "იუვენტუს" შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ ნეიმარის ესპანეთში გადასვლას მამამისიც ემხრობა და სატრანსფერო საკითხებში აქტიურად ერევა.

"ეს იტალიური კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. მოდრიჩს ბავშვობიდან ვიცნობ, მისი კერპი ზვონიმირ ბობანი იყო. ამ ეტაპზე ლუკას შეძენა მხოლოდ "იუვენტუს" შეუძლია. ამ საკითხზე ვიმუშავებთ, თუ "რეალი" ვინმეს შეიძენს", - განაცხადა მოდრიჩის აგენტმა მარკო ნალეტიჩმა. 

შეგახსენებთ, რომ პარიზელები ნეიმარს 260 მილიონ ევროდ აფასებენ. გადაიხდის თუ არა პერესი ჯერჯერობით უცნობია. 



ძალიან კარგი იქნება ნეიმარი თუ რეალში გადმოვიდა მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოდ ამ ყველაფერს მოდრიჩი უნაკალურუ ფეგბურთელი არის და ჩემი აზრი არ უნდა წავიდეს რეალიდან ძალიან გვჭირდება მოდრიჩი რეალში უნდა დარჩეს და არსად წავიდეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით