ედერსონმა გინესის რეკორდი დაამყარა

12-05-2018, 16:37

"მანჩესტერ სიტის" მეკარემ, ედერსონმა, გინესის რეკორდი დაამყარა. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ბრაზილიელმა კიპერმა საჯარიმოდან ბურთი 75,35 მეტრზე დაარტყა.

როგორც ირკვევა, ამუკანასკნელმა შედეგი 5,5 მეტრით გააუმჯობესა და შესაბამისი სერთიფიკატიც დაიმსახურა. აღნიშნულ ფაქტს გინესის რეკორდების რეგისტრაციის კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

24 წლის ბრაზილიელი "სიტიში“ 2017 წელს "ბენფიკადან“ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და 16-ჯერ კარი "მშრალად“ შეინახა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით