კოსმოს არენა

12-05-2018, 15:56

ტევადობა: 44 918
ქალაქი: სამარა
გახსნის თარიღი: 2018 წელი
მინდვრის ზომები: 105 x 68

კოსმოს არენა სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და იგი მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა. მისი აგებისთვის რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ 320 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა. მუნდიალის შემდეგ ამ სტადიონზე თავის საშინაო მატჩებს „კრილია“ ჩაატერებს. რაც შეეხება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, კოსმოს არენაზე ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი შედგება: კოსტა რიკა-სერბეთი, დანია-ავსტრალია, ურუგვაი-რუსეთი და სენეგალი-კოლუმბია. ასევე ერთი მერვედფინალი და ერთი მეოთხედფინალი.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით