ნეიმარი "ბარსაში" ბრუნდება? განცხადება, რომელმაც ყველა დააბნია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ნეიმარი "ბარსაში" ბრუნდება? განცხადება, რომელმაც ყველა დააბნია

12-05-2018, 22:09

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და "პარი სენ-ჟერმენის" მოქმედმა ფეხბურთელმა ნეიმარ ჟუნიორმა პრესასთან ყოფილ გუნდსა და თნაგუნდელებზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ "ბარსა" და ჩემი საუკეთესო მეგობრები ძალიან მენატრება. თანაგუნდელები ჩემი ყოველდღიურობის უცვლელი ფიგურები იყვნენ და მათ გარეშე პარიზში ნამდვილად გამიჭირდა".

"მესი და სუა ჩემი განუყოფელი ნაწილები არიან. მე მათი მეგობარი ვიყავი და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე".

"მეგობრებთან ერთად "კამპ ნოუ" და იქაური ატმოსფეროც ძალიან მაკლია", - განაცხადა ნეიმარმა პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟში" 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.



  • messi10
  • 12 მაისი 2018 22:15
ii mounda bichs dabruneba

  • Tashi777
  • 13 მაისი 2018 10:35
Mogalateebi da fulistebi argvchirdeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით