"ბაიერნი" მზადაა სილესენში 60 მილიონი გადაიხადოს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბაიერნი" მზადაა სილესენში 60 მილიონი გადაიხადოს

12-05-2018, 23:09

გავლენიანი "SkySport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი მეკარით, იასპერ სილესენით არიან დაინტერესებულნი.

წყაროს მტკიცებით, "რეკორდმაისტერი" ულრაიხის თამაშით უკმაყოფილოა და მის ჩანაცვლებას სწორედ იასპერით აპირებს. სავარაუდოდ, გერმანელები ნოიერის ვერ თამაშის შემთხვევაში პირველნომრიან მაისურს სილესენს გადაულოცავენ და მას "ბაიერნის" მთავარ მეკარედ აქცევენ.

ცნობისთვის, "ბარსას" სათადარიგო მეკარის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ჰოლანდიელი კიპერით "ნაპოლი", "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო" არიან დაინტერესებულნი.



  • messi10
  • 12 მაისი 2018 23:12
magari mekarea da vigacam ikidos pirivelnomrad

  • Joe Hart
  • 13 მაისი 2018 07:54
Wavides. Magram noieri rom gamojanmrteldeba isev skamze mouwevs da ver iqneba formashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით