"ბარსელონამ" გრიზმანთან შეათანხმა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსელონამ" გრიზმანთან შეათანხმა

12-05-2018, 23:27

როგორც ჩანს, ანტუან გრიზმანის კატალონიის "ბარსელონაში" ტრანსფერის საგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი მოთამაშე შეხვდა კატალონიური გუნდის წარმომადგენლებს და ტრანსფერის დეტალები შეათანხმა. როგორც ცნობილია, ანტუანი თანახმაა რომ "ბარსელონაში" გადავიდეს.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც გარკვეული ნაწილი "რეალ სოსიედადსაც" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ატლეტიკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით