რა გააკეთეს "ჰამბურგის" ქომაგებმა ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდგომ

12-05-2018, 23:37

დღეს გაიმართა ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც "ჰამბურგმა" "გლადბახს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამის მიუხედავად მასპინძლებმა მაინც ვერ შეინარჩუნეს უმაღლეს ლიგაში ადგილი.

აღნიშნულმა ფაქტმა "ჰამბურგის" ქომაგები ძალიან განარისხა. მათ სტადიონზე მაშხალები აანთეს და მინდორზე გადაყარეს, რამაც ცეცხლი გააჩინა და მუქი კვამლი დააყენა. საბოლოოდ კი საქმეში პოლიციაც ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგი" ბუნდესლიგის ისტორიაში (55 წლის მანძილზე) პირველად გავარდა ლიგიდან.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით