ზიდანი: "ნეიმარის შესახებ არაფერი ვიცი" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ არაფერი ვიცი"

13-05-2018, 17:09

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მედიასთა ბრაზილიელი ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი "სამეფო კლუბში" გადმოსვლის შესახებ არაფერი იცის. 

„ვერ გეტყვით, რეალის ხელმძღვანელობა ესაუბრება, თუ არა ნეიმარს, რადგან მსგავს საკითხებში აღარ ვერევი. პერესთან საუბარს ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ დავიწყებ და სამომავლო გეგმებს ერთად დავსახავთ. ორი ვარსკვლავის ერთ გუნდში ყოფნა ბევრი დადებითის მომტანია. გირჩევთ, დაელოდოთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ესპანეთში დაბრუნების საკითხს მამამისი აგვარებს, თუმცა ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. მიმდინარე სეზონში ამ უკანასკნელმა 30 შეხვედრა ჩაატარა პარიზელთა რიგებში და 28 გოლი გაიტანა. 



  • goga1996
  • 13 მაისი 2018 17:10
რათ უნდა ეს ნეიმარი წაიყო ტვინი

  • Joe Hart
  • 13 მაისი 2018 20:04
Gaajvi zizu ra ert weliwadze aravin gamoushvebs neymar mitumetes xalifa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით