იკარდი:"მე წავალ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

იკარდი:"მე წავალ"

13-05-2018, 20:02

მილანური "ინტერის" არგენტინელმა შემტევმა მაურო იკარდიმ პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ყოველთვის კლუბის ინტერესების მიხედვით ვმოქმედებ, რადგანაც არ მიყვარს თვითნებობა და ვთვლი, რომ "ინტერის" კუთვნილება ვარ".

"თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ წავიდე, მე წავალ. მე ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც კლუბს უნდა. მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ".

"ვამაყობ ჩემი გუნდით და თანაგუნდელებით. ჩვენი უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და დამერწმუნეთ, რომ ამას ძალიან მალე შევძლებთ", - განაცხადა იკარდიმ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იტალიელთა ფეხბურთელით მერსესაიდული "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულნი.



  • messi10
  • 13 მაისი 2018 20:02
iseti intriga satauri aq metki martla midis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით