ოფიციალურად: ნეიმარის მომავალი გუნდი ცნობილია

13-05-2018, 20:12

სულ ცოტა ხნის წინ, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გავლენიან "Goal"-თან გუნდის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის მომავლის შესახებ ისაუბრა და კულუარებში გავრცელებული ჭორები უარჰყო.

"ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" დარჩება. პრესაში გავრცელებული ამბები უბრალოდ ჭორებია და მეტი არაფერი".

"ბრაზილიელს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და დამერწმუნეთ, რომ ის მინიმუმ 2 წლის მანძილზე პარიზიდან არ წავა და თავისი თამაშით კვლავ დიდ სიამოვნებას მოგანიჭნებთ", - ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს "Goal".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზულ გრანდში 2017 წელს "ბარსელონადან" რეკორდული თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.


  • messi10
  • 13 მაისი 2018 20:12
დიდი სიამოვნებით გნახავდი კვლავ ბარსაში

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით