ვენგერმა რეკორდით დაასრულა

13-05-2018, 21:17

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც "ჰადერსფილდმა" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ არსენ ვენგერისთვის ეს შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა. კერძოდ, ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგის 48 სხვადასხვა სტადიონზე იმარჯვა, რაც აბსოლიტური რეკორდია.

აქამდე ვენგერს სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად 47 სხვადასხვა სტადიონზე ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული, დღეს კი როგორც ხედავთ ახალი რეკორდი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შემდგომ ფრანგი სპეციალისტი ლონდონის "არსენალიდან" მიდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით