ზიდანი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის ჩანაცვლებას აპირებს

14-05-2018, 11:00

მადრიდის "რეალის" ფრანგი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის ჩანაცვლებას აპირებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი "Don Balon" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზიდანი "ბლანკოსის" ახალგაზრდა ესპანელი შემტევის, ისკო ალარკონის "მონაკოს" ფეხბურთელით, ტომას ლემარით ჩანაცვლებას აპირებს.

როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი სპეციალისტი მზადაა ლემარში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და მიმდინარე წლის ზაფხულშივე "რეალის" ფეხბურთელად აქციოს.

ცნობისთვის, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.


  • messi10
  • 14 მაისი 2018 11:01
sad isko sad lemari

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით