"ბარსელონამ" შესაძლოა სერხიო ბუსკეტსი დაკარგოს

15-05-2018, 22:08

როგორც ესპანური სპორტული პრესა იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა საყრდენმა ნახეცარმცველმა გუნდის ხელმძღვანელობას ხელფასის მომატება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ამჟამინდელი კონტრაქტი ესპანელ ნახევარმცველს "ბლაუგრანასთან" 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო ხელმძღვანელებმა ახალი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

ჯერჯერობით მხარეებს შორის დიალოგი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ბუსკეტსი მზადაა კლუბი დატოვოს, თუ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ.

სერხიო ბუსკეტსთან თანამშრომლობით "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი" არიან დაინტერესებულნი.



  • beka10
  • 15 მაისი 2018 22:53
kacia genia sergii

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით