ბალოტელი "მარსელის" ღირსებას დაიცავს

16-05-2018, 17:43

სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში დადასტურდა ინფორმაცია, რომ "ნიცას" იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ახალ კლუბთან მიაღწია შეთანხმებას.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერია და არანაირი დოკუმენტალური სახე არ გააჩნია.

"TuttoSport"-ის თქმით, ბალომ შესაძლოა მომავალი სეზონიდან ფრანგული "მარსელის" მაისური მოირგოს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოოა თუ არა ექსცენტრიული შემტევის ეს გადაწყვეტილება.

ცნობისთვის, მარიოთი იტალიური გრანდები, "ფიორენტინა" და "რომა" არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, რომ სუპერ მარიო ფრანგული კლუბის რიგებში 2016 წელს "მილანიდან" გადავიდა.



  • messi10
  • 16 მაისი 2018 17:44
baloteli kvelaze nagdi kacia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით