"დიდ სემს" აწყენინეს - "ევერტონი" მწვრთნელის გარეშე დარჩა

16-05-2018, 18:53

პრემიერ ლიგაში მოასპარეზე "ევერტონის" მესვეურებმა კლუბიდან ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი, სემ ელარდაისი დაითხოვეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისური გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში დაადასტურა.

"სემ ელარდაისმა "ევერტონის" თავკაცის პოსტი დატოვა. მთელი გუნდის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის "დიდ სემს" და მომავლის საქმეებში წარმატებას უსურვებს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ელარდაისს ლივერპულულ კლუბში პრემიერ ლიგაში გამოცდილი მარკო სილვა შეცვლის.



  • messi10
  • 16 მაისი 2018 18:54
arada magrad emvaseba es kaci

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით