"ბარსამ" ლენგლესთან შეთანხმებას მიაღწია

16-05-2018, 19:08

გავლენიან ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მომავალ სეზონში ანდალუსიური "სევილიას" ცენტრალური მცველი, კლემენ ლენგლე კატალონიის "ბარსელონაში" ითამაშებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის უკანახაზელის "ბლაუგრანაში" გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ჯურნალისტები ირწმუნებიან, რომ კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი ახალგაზრდა ფრანგის აგენტს უკვე ესაუბრა და კონტრაქტის პირობებზეც მარტივად შეუთანხმდა.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი, ერნესტო ვალვერდე ცდილობს დაცვის ხაზი კიდევ უფრო გააძლიეროს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის წარმოჩენის შანსი მისცეს. 

ცნობისთვის, ერნესტო მზადაა "ნერვიონელების" ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც არც თუ ისე ცოტაა.

ასე და ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი შედგა და ლენგლეს "კამპ ნოუზე" გადმობარგებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.


  • Joe Hart
  • 16 მაისი 2018 21:30
modi lengle

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით