ბუფონის პასუხი პიკეს, თუ რატომ გადაყვა სერია ბ-ში "იუვეს"

16-05-2018, 23:25

2006 წელს ტურინის "იუვენტუსი" სერია ბ-ში დააქვეითეს, რის გამოც კლუბი არაერთმა ვარკსვლავმა დატოვა, ერთ-ერთი მაღალი დონის  ფეხბურთელი, რომელსაც გუნდი არ დაუტოვებია ჯანლუიჯი ბუფონი იყო.

იტალიელმა მეკარემ "ბარსელონას" მცველ ხერარდ  პიკეს საპასუხო წერილი გაუგზავნა:

"ესპანელს ეს ნაბიჯი გაუკვირდა? აი, მე კი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი, რადგან თავი იმ ადამიანად ჩავთვალე, რომელიც სპორტის გულშემატკივარს იმედს აძლევდა. ამ დროს პუბლიკას  წერილი სჭირდებოდა, რომლითაც დავუმტკიცებდი, რომ მოთამაშეებს გააჩნიათ გძნობები, რომლებიც მათთვის ფულზე და პოპულარობაზე უფრო ძვირფასია. მე ამას ხელახლაც გავაკეთებდი".

"ამის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სერია ბ. გავიდა რამდენიმე კარგი და ცუდი წელი. იყო დრო, როცა სეზონს მე-6 ან მე-7 ადგილით ვასრულებდით, რაც იმის ბრალი იყო, რომ მენტალურად და პიროვნულად დავსუსტდით. ამან ჩემზე გარკვეულ წილად ცუდად იმოქმედა, თუმცა ოპტიმისტი ვარ. ვიცოდი, რომ კარგად მუშაობით და კარგი ქცევით შედეგს მივაღწევდით. ექვსი წლის შემდეგ ეს დღეც დადგა, მონატრებული სკუდეტოს მოგება ჩევძელით. მას შემდეგ კი აღარც წაგვიგია".

"რთული 6 წელი გვქონდა, ჩემპიონთა ლიგის და შიდა ჩემპიონატში წარუმატებლობის გამო, თუმცა ვიმეორებ, ამ გზას კიდევ გამოვივლიდი, რადგან  "იუვე" ჩემთვის მეტია, ვიდრე ფული და პოპულარობა", - განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის მეკარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს  ტურინულ კლუბში 17 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ. 



ლეგენდაა ხარ <3

  • Tashi777
  • 17 მაისი 2018 16:02
Didi adamianixar

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით