"ატლეტიკო" ევროპა ლიგის გამარჯვებულია

17-05-2018, 00:43

დღეს გაიმართა უეფას ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მარსელის "ოლიმპიკი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა და ამრიგად "როხიბლანკომ" ევროპა ლიგის ტიტული მოიპოვა.

ანგარიში 21-ე წუთზე მადრიდელთა ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა გახსნა, 49-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში "ატლეტიკოს" კაპიტანმა გაბიმ თამაშის 89-ე წუთზე დააფიქსირა.



  • levani25
  • 17 მაისი 2018 08:42
მეგონა მარსელი მოუგებდა

  • rename
  • 17 მაისი 2018 09:44
პაიეს ცოდვამ უწია!? რონალდოს ტრავმა მიაყენა, 2016 წელს ევროპირველობის ფინალში, და ისე ატირდა, როგორს კრიშტიანუ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით