გრიზმანი: "ატლეტიკო" ჩემი ოჯახია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გრიზმანი: "ატლეტიკო" ჩემი ოჯახია"

17-05-2018, 10:33

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა, ევროპა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "როხიბლანკი" მისი ოჯახია. 

"მე მსგავსი მომენტების მიღებისთვის ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი. ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც ამის გამო სახლი დავტოვე. მეტოქე გუნდის წინაშე ქედს ვიხრი. ბრწყინვალე სეზონი ჩაატარეს, თუმცა ძლიერმა გაიმარჯვა" - განაცხადა ფრანგმა. 

შეგახსენებთ, რომ ფინალი "ლიონის ოლიმპიურ" სტადიონზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "მარსელი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. მადრიდელებმა ფრანგები მიწასთან გაასწორეს და 0:3 სძლიეს.  



  • levani25
  • 17 მაისი 2018 13:09
გაასწორა გრიზმანის დუბლმა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით