უკმაყოფილო ვაგნერი სანაკრებო კარიერას ასრულებს

17-05-2018, 08:01

Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" შემტევი სანდრო ვაგნერი სანაკებო კარიერას ასრულებს. წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენაა. 

როგორც ირკვევა, ვაგნერს ლიოვი არ ენდობა და ეს უკანასკნელიც განაწყენდა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ "ბუნდესნაკრებში" 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და თავი 5-ჯერ გამოიჩინა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა გადართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც ვეტერანი მარიო გომესიც მოხვდა. ჯერჯერობით უცნობია რა მიზეზით დატოვა ლიოვმა 30 წლის ვაგნერი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით