ბუფონი: "ვადასტურებ, შაბათს ჩემთვის ბოლო მატჩი იქნება"

17-05-2018, 14:30

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა გოლკიპერმა პრესასთან თავის მომავალზე ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ვადასტურებ, რომ შაბათს "ვერონასთან" გასამართი მატჩის შემდეგ ჩემს უსაყვარლეს გუნდს "იუვენტუსს" დავტოვებ. ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო არჩევანი ამ საოცარი თავგადასავალის დასასრულებლად. მე ვეცდები მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო და ფანებს თავი ჩემი კარგი თამაშით კიდევ უფრო დავამახსოვრო".

"დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. საკამოდ რთულია დატოვო ის გუნდი, სადაც 2001 წლიდან თამაშობ, იზრდები და ვითარდები".

"აქ, ტურინში გატარებული 17 წელი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება. მე მიყვარს ეს ქალაქი, ეს სტადიონი და აქ საოცარი ფანების მიერ შექმნილი დაუვიწყარი ატმოსფერო".

"მინდა ჩემს ოჯახს, "იუვენტუსს" მადლობა მოვუხადო. ამ გუნდის ხელმძღვანელობა განვითარებაში და კარიერულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა. სწორედ მათი დახმარებით გადავდგი ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები რამაც აქამდე მომიყვანა".

"ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მე ამ გრანდისგან მივიღე თასები არაა. მე ტურინულმა კლუბმა ხალხის სიყვარული და პატივისცემა მაჩუქა".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჯერჯერობით არ ვიცი დავასრულებ, თუ არა საფეხბურთო კარიერას. ამაზეც ვიფიქრებ და პასუხს ახლო მომავალში მოგახსენებთ", - განაცხადა ჯიჯიმ პრესასთან.



  • messi10
  • 17 მაისი 2018 14:42
ჯიჯი ძალიან დაგვაკლდები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით