სად წავა ლევანდოვსკი - პოლონელის ტრანსფერს დასასრული არ უჩანს

17-05-2018, 15:09

გავლენიანი გამოცემა "The Sun"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი რობერ ლევანდოვსკი საკუთარ აგენტს შეხვდა და მსოფლიო გრანდებისგან მიღებული შემოთავაზებები განიხილა.

წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბის ერთ-ერთ ლიდერი შემოთავაზებებს გერმანიის ერთ-ერთ კაფეში განიხილავდა, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ ჟურნალისტებისთვის ტრანსფერის თხოვნის ადრესატები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, რობერტის საკითხი თითქმის უკვე გადაწყვეტილია და იგი გუნდს ძალიან მალე დატოვებს. წარმოშობით პოლონელის გადაბირება საკმაოდ ბევრ კლუბს სურს, მათ შორის მსოფლიო გრანდები,  ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "რეალიც" არიან.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ვარშაველი ბავარიაში 2014 წელს დორტმუნდის "ბორუსიადან" გადაბარგდა.



  • messi10
  • 17 მაისი 2018 15:13
erti shen gavigo sad midixar da emti araferi minda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით