ნეიმარი: "ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია"

17-05-2018, 15:33

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავთბიჭუნამ, ნეიმარ ჟუნიორმა პრესასთან მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

"ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია და სწორედ ამიტომ მუნდიალზე თამაშს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს".

"ბრაზილიის ნაკრები ამ საოცარი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ვთვლი, რომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება და დიდების კვარცხლბეგზე მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში ასვლა".

"რეალი" და სატრანფერო გეგმები? ახლა ჩემთვის მთავარია გამოჯანმრთელების ეტაპმა კარგად ჩაიაროს და ჩემპიონატის ბოლოს ლეგენდარული თასი ჩემს ხელში აღმოჩნდეს", - განაცხადა ნეიმარმა პრესასთან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით