ნეიმარისთვის "ჩელსიც" იბრძოლებს

17-05-2018, 16:19

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულში ნეიმარის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, აბრამოვიჩი აღნიშნული ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული და ბრაზილიელის სანაცვლოდ სოლიდურ თანხასაც იხდის. 

როგორც ირკვევა, ნეიმარს კლუბის გამოცვლა სურს, თუმცა მისი შეძენის საშვალება ჯერჯერობით არც ერთ კლუბს არ გააჩნია. მედიაში აქტიურად იწერება, რომ „არისტოკრატების“ მსგავსად სამხრეთ ამერიკელის შეძენასთან ყველაზე ახლოს მადრიდის "რეალია". ისიც ფაქტია, რომ უფროს ნეიმარს "სამეფო კლუბის" ვარიანტი ძალიან მოსწონს და შვილს მადრიდისკენ მიუთითებს. 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმირებულია და მუნდიალამდე ფეხბურთს ვერ ითამაშებს. რაც შეეხება პარიზულ ვოიაჟს, ამ უკანასკნელის ანგარიშზე 30 მატჩი და 28 გოლია. 


  • goga1996
  • 17 მაისი 2018 16:20
reals ver gadauvlian

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით