საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

17-05-2018, 17:51

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში მცირედით დაწინაურდა. ვლადიმერ ვაისის ბიჭებმა ბოლო მატჩებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად შეძლეს მცირე პროგრესი მსოფლიო რეიტინგში.

ცნობისთვის, ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 პოზიციით წინ წაიწია. ამ შედეგით ქართველები 95 ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ.

ამ ბოლო დროს ჩვენი მშობლიური ნაკრები საკმაოდ კარგად ათამაშდა და ზემოთხსენებული შედეგი ნამდვილად დაიმსახურა. იმედია გამოცდილი ქართველები ასეთ კარგ სვლას კვლავ გააგრძელებენ და წინ მყოფ ნაკრებებს მალევე გაასწრებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ შედეგით უკან ინდოეთის, სომხეთის და ისრაელის ეროვნული ნაკრებები ჩამოიტოვა.



  • messi10
  • 17 მაისი 2018 17:52
ძააან დიდი წარმატებაა:დდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით