1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გარდაიცვალა

17-05-2018, 21:37

ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, რეი ვილსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი მოთამაშე იმ 1966 წლის გუნდის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომელმაც ინგლისის ეროვნულ გუნდს პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოუპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ვილსონს ჯამში 63 თამაში ჰქონდა ჩატარებული ეროვნულ გუნდში, საიდანაც ექვსჯერ სწორედ ზემოხსენებულ ტურნირზე ითამაშა.

როგორც ცნობილია, ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ალცეიმერის დაავადებაა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით