"რეალი" მბაპეს ტრანსფერს ძალიან სერიოზულად მიუდგა

17-05-2018, 21:47

მადრიდის "რეალს" რომ გასულ სეზონში კილიან მბაპეს შეძენა სურდა, ეს ამბავი არახალია. როგორც ჩანს, "თეთრებს" ფრანგი მოთამაშის შეძენა ჯერ კიდევ არ გადაუფიქრებიათ.

ბრიტანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" კვლავ მიუბრუნდა 19 წლის თავდამსხმელს. წყაროს ცნობით, მადრიდელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მბაპეს თაობაზე და სულ მალე წარმატებითაც დაასრულებენ.

როგორც ცნობილია, "რეალი" ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 160 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მბაპე "პსჟში" გასულ სეზონში გადაბარგდა იჯარის წესით.





  • tsandro
  • 17 მაისი 2018 21:59
ესეც თუ დავიმატეთ ნებისმიერს მოვუგებთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით