ვენგერი: "მესის და რონალდოს შეძენას ვცდილობდით"

17-05-2018, 21:51

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს, თავისი კარიერული შეცდომები გაიხსენა.

"2003 წელს კრისტიანო რონალდოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ყველაფერი უკვე ფაქტობრივად დასრულებული იყო."

"თუმცა, შემდგომ სწრაფად ჩაერია "მანჩესტერი" და მათ ფეხბურთელი აგვართვეს. ვფიქრობ, ჩვენმა დაგვიანებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი ტალანტი დაგვაკარგვინა."

"ასევე გვსურდა ლეო მესის დამატება იმ პერიოდში, როდესაც ფაბრეგასს ვიმატებდით. თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა." - იხსენებს ვენგერი.


  • tsandro
  • 17 მაისი 2018 21:59
რონალდოზე ვიცოდი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით