2021 წლიდან ფიფა ახალ ტურნირს იწყებს

17-05-2018, 21:58

დღეს ფიფას ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ 2021 წლიდან ახალი ტურნირი იწყება.

აღნიშნულ გათამაშებას "ფიფას სუპერ კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატი" დაერქმევა და მასში ჯამში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. უკვე გადაწყვეტილია, რომ ხსენებულ ტურნირში ითამაშებენ: 

მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", ტურინის "იუვენტუსი", "პსჟ", "მანჩესტერი", "ლივერპული", "ბაიერნი", "ინტერი", "აიაქსი" და "მილანი" - ევროპიდან. 4 ჩრდილოეთ ამერიკული, 4 სამხრეთ ამერიკული, 2 აფრიკული, 2 აზიური, 1 წყნარი ოკეანისა და 1 მასპინძელი ქვეყნის გუნდი. გარდა ამისა, კიდევ ექვს ევროპულ გუნდს შორის გათამაშდება დანარჩენი 2 ადგილი.


  • tsandro
  • 17 მაისი 2018 21:59
ძალიან მაგარი ტურნირი ჩანს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით