პეპ გვარდიოლას „სიტი„ 2021 წლამდე ანდეს

18-05-2018, 10:01

The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას კონტრაქტი გაუხანგძლივა. წყაროს ცნობით, "ქალაქელები" ესპანელ სპეციალისტს „ცისფერებს“ 2021 წლამდე ანდობენ. 

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა კუნძულელთა რიგებში 2016 წელს მოვიდა და გუნდი ძირეული ცვლილებები განახორციელა. 2017-2018 წლის სეზონში კი პეპმა „სიტის“ ნანატრი პრემიერლიგა მოაგებინა. როგორც ირკვევა, ამ უკანასკნელმა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული დაისაკუთრა. 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა მოსვლის დღიდან აქტიურ სამუშაოებს ატარებდა და მიმდინარე სეზონში, კლუბი, ფაქტიურად დაუმარცხებელ „მონსტრად“ ჩამოაყალიბა. მისი თავკაცობით „სიტიმ“ პრემიერლიგაში 18 გამარჯვების მოპოვება შეძლო. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით