ბუფონი შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს

18-05-2018, 11:01

Premium Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუნეტუსის" ვეტერანი მეკარე ჯიჯი ბუფონი სეზონის ბოლოს ტურინელთა რიგებს დატოვებს, თუმცა საფეხბურთო კარიერას ჯერ არ ასრულებს. 

როგორც ირკვევა, 40 წლის ბუფონი სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი იქნება. პირველი მსურველი რადარზე, განცხადების გაკეთების შემდეგ გამოჩნდა. "ლივერპული" მზად არის აპენინელთა ლეგენდა შეიძინოს, თუმცა რა თანხებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ბუფონი “ბებერი ქალბატონის“ ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და მიმდინარე წლის 17 მაისს წასვლაც დააანონსა.  აღსანიშნავია, რომ ლეგენდამ ჩემპიონთა ლიგის თასი ვერ მოიგო, თუმცა იტალიაში ყოველთვის დომინირებდა. ეროვნული ნაკრების დონეზე ჯიჯიმ, 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით