პრეზიოსი: "თუ "იუვეს" პერინი სურს..."

18-05-2018, 16:09

"გენოას" მეკარეს პერინს აქტიურად უკავშირებენ იტალიის მოქმედ ჩემპიონს, ამის მიზეზი კი ჯიჯი ბუფონის "ბიანკონერიდან" წასვლა გახლავთ.

"გენოას" პრეზიდნტმა  ენრიკო პრეზიოსიმ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"თუ ტურინულ კლუბს პერინი სურს, ისინი ხშრად შეგვაწუხებენ ხოლმე. ვიცით ამის მიზეზი ბუფონის განცხადებაა".

"ჩემი აზრით ნებისმიერი ფეხბურთელი მოისურვებს ისეთ გრანდში თამაშს, როგორიც "იუვეა". ამაში გასამტყუნებელი არაფერია. პერინი ჩვენ 10 წლის განმავლობაში გვეხმარობოდა. ის მზადაა შესნის შეეცილოს პირველ ნომრობაში და ღირსეულად ჩაანაცვლოს ჯიჯი".

"აქამდე აუქციონი არასდროს გამიმართავს. მსიამოვნებს, როცა სხვა გუნდები ინტერესდებიან ფეხბურთელებით. პერინი ის ფეხბუთელია, რომელიც დიდ კლუბშ თამასს იმსახურებს, ფასიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს. თუ მას წასვლა სურს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით", - ჰანაცხადა "გენოას" პრეზიდენტმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით