გრიზმანი ახალ კონტრაქტს არ თანხმდება

18-05-2018, 20:21

ლა ლიგაში მოასპარეზე მადრიდული "ატლეტიკოს" გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარტინმა პრესასთან საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "როხიბლანკოს" ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე და მის მოამავალზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ გრიზმანს ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, რომლის პირობებიც საკმაოდ სოლიდური და კარგია".

"მის ოჯახთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და ვიცით, რომ ანტუანი ჯერჯერობით უარზეა. მისი ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა".

"თუ ფრანგმა კონტრაქტი იუარა ჩვენ მას მეორე შეთავაზებას აღარ გავუკეთებთ და წასვლის საშუალებას მივცემთ", - განაცხადა მარტინმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერით კატალონიის "ბარელონა" არის დაინტერესებული.



  • messi10
  • 18 მაისი 2018 20:22
opaa es uechveli chventan modis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით