ვინ ჩაიბარებს არსენალს?

18-05-2018, 20:45

ინგლისური მედიის ცნობით, მომავალი სეზონიდან "არსენალს" ესპანელი სპეცილასიტი მიკელ არტეტა ჩაიბარებს, რომელიც გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო.

36 წლის არტეტამ წლევანდელ სეზონში მანჩესტერულ გუნდთან ერთად ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არტეტას "არსენალთან" შეხება უკვე ჰქონდა. 2011 დან 2016 წლამდე იგი ლონდონური კლუბის ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალი" ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა დატოვა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით