"სიტი" აზარში 100 მილიონს იხდის

18-05-2018, 20:50

გავლენიანი "The Sun"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" კატალონიელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ლონდონური "ჩელსის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის დამატებას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" ყოფილი თავკაცი მზადაა თავისი გუნდის შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს და "არისტოკრატთა" ლიდერში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი ლონდონურ გრანდში 2012 წელს "ლილიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე 208 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 69 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული.



  • messi10
  • 18 მაისი 2018 20:53
azars gadaibirebs vitom reali?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით