• 10-06-2023
    ოფიციალურად: იური ტილემანსი "ასტონ ვილაში" ითამაშებს
    ოფიციალურად: იური ტილემანსი "ასტონ ვილაში" ითამაშებს

    ბირმინგემის "ასტონ ვილამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა 26 წლის ბელგიელი ნახევარმცველი იური ტილემანსი.

    "ასტონ ვილა" მოხარულია გამცნოთ, რომ კლუბმა იური ტილემანსის გაფორმების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

    ბელგიელი ოფიციალურად "ვილანელი" პირველ ივლისს, "ლესტერ სიტისთან" მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

    როგორც ხედავთ, იური "ლომებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ემატება.

    2022/2023 წლების სეზონი ბელგიელისთვის წარუმატებელი გამოდგა. ტრავმის გამო, მან პრემიერ ლიგის 7 მატჩი გამოტოვა და "ლესტერი" ჩემპიონშიფში გავარდნისგან ვერ იხსნა. 31 ჩატარებულ შეხვედრაში ტილემანსმა 5 საგოლე მოქმედება მიითვალა.

    სხვათა შორის, გასულ წელს ტილემანსით "არსენალი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ.

    Facebook კომენტარები